22:56:03     27-11-2019
„კარგია ეს გენდერული თანასწორობა, რაც ძალიან მოდაშია, მაგრამ ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში გადაცემა „Swot ანალიზში“ განაცხადა:
„თუ მე წავედი პოლიტიკიდან მინდა დარჩენილი წლები ამას მოვახმარო, რომ ქართველებს და საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ. კარგია ეს გენდერული თანასწორობა, რაც დღეს ძალიან მოდაშია. გენდერული იმდენად მოდაშია დღეს, რომ ამის საწინააღმდეგოდ სიტყვაც რომ თქვა ალბათ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ადამიანს მემგონი აღზრდაში... აღარ განვვითარდები ამ მიმართულებით, ეს ჩემი საყვარელი თემაა“.
0