პარლამენტთან უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ, წყლის ჭავლის გამოყენებისას დასველდა პარლამენტთან უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ, წყლის ჭავლის გამოყენებისას დასველდა />


  10:05:09     26-11-2019

პარლამენტთან უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ, წყლის ჭავლის გამოყენებისას დასველდა

a94955.jpg

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენების დროს დასველდა, თუმცა ტერიტორია არ დაუტოვებია და ადგილზე დარჩა. წინასწარი ინფორმაციით, მან სხეულის გადაციება აქვს.

უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში თავად აქციის მონაწილეებმა მოათავსეს. მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია.

ექიმების თქმით, პაციენტი შოკურ მდგომარეობაში სწორედ სხეულის გადაციების გამო იმყოფება. შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად აქციის მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

0

ავტორი: