23:35:45     25-11-2019
"დავარტყამთ ცოცხალ ჯაჭვს პარლამენტს, მთელი ღამე ვიქნებით აქ"

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს ცოცხალ ჯაჭვს დაარტყამენ. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, პროტესტი არის არაძალადობრივი და მთელი ღამე იქნებიან პარლამენტთან.
"ჩვენ მივეცით პირობა ბიძინა ივანიშვილს, რომ რომ ფეხს არ მოვიცვლით აქედან, სანამ არ გავიმარჯვებთ.ამ წუთების გეგმაა - გადავალთ ჩიტაძის მხარეს, დავდგებით წინ და დავარტყამთ ცოცხალ ჯაჭვს პარლამენტს, დაინახონ ჩვენი ძალა, დაინახონ, რომ პარლამენტი ეკუთვნის ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილის მონებს.
ჩვენი პროტესტი არის არაძალადობრივი, სამართლიანი და მტკიცე, ამიტომ ახლა გადავალთ ყველა წინ, ჩიტაძის მხრიდან ავალთ და მეორე მხრიდან ჩამოვალთ აქ. და, რა თქმა უნდა, მთელი ღამე ვიქნებით აქ, არ მოვიცვლით ფეხს. დაელოდეთ ჩვენს მისვლას, მშვიდობიანად ვიწყებთ ჯაჭვის დარტყმას" - თქვა ხოშტარიამ.
0