19:38:46     25-11-2019
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო

თბილისში ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.
ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, ასევე რამდენიმე ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც რუსთაველის გამზირის მსვლელობის გავლით, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან.
პარლამენტის წინ აქცია გაიმართება, ხოლო ხვალ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება არის დაგეგმილი. ხვალ პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს.
0