გოგი წულაიამ „ქართულ ოცნებას“ „სელპაკი“ და ვაზელინი გაუგზავნა გოგი წულაიამ „ქართულ ოცნებას“ „სელპაკი“ და ვაზელინი გაუგზავნა />


  12:28:07     25-11-2019

გოგი წულაიამ „ქართულ ოცნებას“ „სელპაკი“ და ვაზელინი გაუგზავნა

a94945.jpg

„ქართული ოცნების“ გუნდს „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა ქუთაისიდან „სელპაკი“ და ვაზელინი გაუგზავნეს. პოლიტიკური პარტიის წევრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ამ ფორმით გამოეხმაურნენ.

პარტიის თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას თქმით, ხელისუფლებას „სირცხვილის“ ჩამოსაწმენდად „სელპაკები“ სჭირდება.

გოგი წულაიამ პერფორმანსს „საქართველოს ფოსტასთან“ გამართა.

„ქართულ ოცნებას“ გავუგზავნეთ „სელპაკები“ და ვაზელინი, რითაც იუმორით გამოვეხმაურეთ მიმდინარე პროცესებს და დღევანდელ სხდომას. მმართველ გუნდს იმდენი შეცდომა აქვს დაშვებული და იმდეჯერ მოქცეულა სამარცხვინოდ, რომ ამ პროცესიდან უმტკივნულოდ გამოსასვლელად „სელპაკები“ და ვაზელინი დასჭირდებათ. სირცხვილია რაც ხდება, სირცხვილია. ხელისუფლება ცდილობს, მოსწმინდოს შეცდომები ბიძინა ივანიშვილს და ეს რომ უმტკივნეულოდ მოხდეს გავუგზავნეთ „სელპაკები“ და ვაზელინები“, - განაცხადა გოგი წულაიამ.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა. 

0

ავტორი: