10:55:48     21-11-2019
„ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს სიტუაციაში“

„ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს სიტუაციაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„გაცნობებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი ორგანოები აქტიურად მოქმედებენ 24 საათის რეჟიმში. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები და პირველ რიგში, ეს სტანდარტები უნდა უნდა გავითვალისწინოთ ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
0