12:57:20     18-11-2019
ვაშაძე კალაძეზე: აღვირახსნილი ტუტუცია და მაგას შუა თითი მოემტვრევა!

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე "მთავარი არხის" ეთერში ეხმიანება "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას და ამბობს, რომ "არაადეკვატური განცხადების" კეთებით "ქართული ოცნება" კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს საზოგადოებაში.
"კალაძე ეს არის კორუფციულ-კაბინეტურ ტკბობას მიცემული ადამიანი და დღევანდელი მისი განცხადებით, შეიძლება მარტივად შევაფასოთ, ეს არის აღვირახსნილი ტუტუცი უბრალოდ, რომელსაც აუცილებლად საბოლოო პასუხს მისცემს საქართველოს მოქალაქეები.
მათ მოუწევთ ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინება. მთელი საერთაშორისო საზოგადოება არის ჩვენს მხარს.
ხალხი არის, საზოგადოება არის აღშფოთებული და რაც უფრო მეტად გამოვლენ და ასეთ არაადეკვატურ, ტუტუცურ განცხადებას გააკეთებენ, მით უფრო მეტ გაღიზიანებას გამოიწვევნ საზოგადოებაში.
მივეჩვიეთ, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი არაადეკვატური, კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებიც ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან და ერთადერთ რამეს იცავენ, იცავენ საკუთარ ქონებას, იცავენ თავის ფულს. არც მილიონი გაჭირვებული აინტერესებთ, არც 200 ათასი მშიერი ბავშვი არ აინტერესებთ და რაც მთავარია არც დემოკრატია არ აინტერესებთ...", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
მისი თქმით, კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილთან ერთად იღებდა მონაწილეობას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებაში.
"ის პირადად იღებდა მონაწილეობას დეპუტატების დაკაჩავებაში, ის პირადად ბრალდებულია დემოკრატიის ხელყოფაში. ის პირადად ივანიშვილის მთავარი თანამონაწილეა ამ საქმეში და აუცილებლად ის პასუხს აგებს, შუა თითი მოემტვრევა კალაძეს აუცილებლად, ამის პირობას გაძლევთ.
ამ ადამიანმა დაისამარა თავისი პოლიტიკური მომავალი ქვეყანაში თავისი მოქმედებებით... ივანიშვილი არის ნომერი პირველი მტერი ამ ქვეყნის, ნომერ მეორე მტერი ამ ქვეყნის არის კახა კალაძე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
0