დეპუტატი გია ჟორჟოლიანი პარლამენტში არ შეუშვეს დეპუტატი გია ჟორჟოლიანი პარლამენტში არ შეუშვეს />


  11:40:21     18-11-2019

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი პარლამენტში არ შეუშვეს

a94764.jpg

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დეპუტატი გია ჟორჟოლიანი არ შეუშვეს.

ის ტერიტორიიდან შეძახილებითა და სასტვენებით გააცილეს.

გია ჟორჟოლიანი უკვე მესამე დეპუტატია, რომელიც დღეს დილიდან პარლამენტში მივიდა, თუმცა შესვლა ვერ მოახერხა. მანამდე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება დეპუტატებს  – რევაზ არველაძესა და მერაბ ქვარაიას არ მისცეს.

პარლამენტის შენობა ბლოკირებულია. ჩახერგილია საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი.

0

ავტორი: