12:06:04     15-11-2019
მამუკა ხაზარაძის "ლელოს" გრიგოლ გეგელია, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი და ირაკლი კუპრაძე შეუერთდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, მემარცხენე აქტივისტები და პოლიტიკოსები, ირაკლი კუპრაძე, გრიგოლ გეგელია და ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი მამუკა ხაზარაძის მოძრაობა "ლელოს" უერთდებიან.
მათ "ლელოს" დანარჩენ 9 ახალ წევრთან ერთად დღეს წარადგენს მამუკა ხაზარაძე. სავარაუდოდ, ისინი პოლიტიკურ პარტია "ლელოსაც" შეუერთდებიან, რომელსაც ხაზარაძე 12 დეკემბერს წარადგენს.
ისინი, "ლელოს" სხვა წევრებთან ერთად, ქმნიან განვითარების და რეფორმის მიმართულების ჯგუფს, რომელიც ეკოლოგიის, შრომისა და განვითარების პოლიტიკაზე იმუშავებს.
0