10:05:27     15-11-2019
კობახიძე: ქუჩაში ხალხი არ დგას... ხალხი დგას "ქართული ოცნების" უკან

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია "პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ქუჩაში ხალხი არ დგას, ხალხი დგას "ქართული ოცნების" უკან.
"ქუჩაში ხალხი არ დგას, ხალხი დგას ქართული ოცნების უკან... ქართული ოცნების უკან დგას ხალხი. ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველა არჩევნებში მიიღო ხალხის მხარდაჭერა. ყოველი მეორე ამომრჩეველი აძლევს ქართულ ოცნებას ხმას და შემდეგ არჩევნებში ამ შედეგის გაუმჯობესება გვინდა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კონსტიტუციური კანონის პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ.
პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება.
0