იმიტირებული ამბოხის სქემა გაშიფრულია - როგორ დაიგეგმა გახარია-ივანიშვილის სახიფათო ექსპერიმენტი ხალხზე იმიტირებული ამბოხის სქემა გაშიფრულია - როგორ დაიგეგმა გახარია-ივანიშვილის სახიფათო ექსპერიმენტი ხალხზე />


  11:56:50     14-11-2019

იმიტირებული ამბოხის სქემა გაშიფრულია - როგორ დაიგეგმა გახარია-ივანიშვილის სახიფათო ექსპერიმენტი ხალხზე

a94684.jpg

პრესა.ჯიმ იმიტირებული ამბოხის დეტალები გაარკვია. უკვე სამი დღეა საქართველოს მოქალაქეები პარლამენტში მიმდინარე თითქოსდა კრიზისს ადევნებენ თვალს, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის პირადმა ექიმმა, ივანიშვილის პირადი ბანკის ყოფილმა თანამშრომელმა და ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ახლობელმა, რომელიც პოლიტიკაში სწორედ ამ სტატუსით მოხვდა, ოლიგარქისთვის „წინააღმდეგობის გაწევა“ გადაწყვიტეს. 

როგორ იგეგმებოდა „ამბოხი“? 

იმიტირებული ამბოხის თემა პირდაპირ ივანიშვილის ინიციატივით დაიგეგმა. 

შესაბამისად, მასში მონაწილეობა, პირველ რიგში, პირადად მასთან ასოცირებულმა კადრებმა მიიღეს. 

[I=2]კერძოდ: მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც თავისივე ქალაქში მსხვილ კორუფციონერადაა ცნობილი, ივანიშვილის ოჯახის პირადი ექიმია. 

ეს გარემოება მისთვის ხელშეუხებლობის გარანტიაა. შესაბამისად, მცხეთაში არსებული კორუფციული გარიგებები სამართალდამცველებისათვის დახურული თემაა. 

ისევე როგორც მიწების გასხვისება-გადაყიდვისა და სამედიცინო ბიზნესის დიდი ნაწილი.

ხუნდაძეს, ივანიშვილის პირადი ექიმობა დაეხმარა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც, როდესაც მან, გამარჯვებულ კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს გამარჯვება წაართვა. 

კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც თითქოსდა პროპორციულ სისტემას მთელი არსებით ეწინააღმდეგება, ივანიშვილის პირადი კადრი, ქართუ ბანკის ყოფილი თანამშრომელი, დაჩი ბერაიაა. 

[I=3]მაგალითად: დაჩი ბერაია, სს ბანკი „ქართუს“ ცენტრალიზებული ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორი იყო 2013-2016 წლებში.

მანამდე, დეპუტატი ბერაია „ქართუს“ სესხების ადმინისტრირების და მეთოდოლოგიის განყოფილების უფროს-საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მუშაობდა (2008 – 2013 წლები).

კიდევ უფრო ადრე კი, ბერაია სს ბანკი „ქართუს“ სესხების ადმინისტრირების და მეთოდოლოგიის განყოფილების უფროსი (2008 წელი) და საკრედიტო მენეჯერი (2004 – 2008 წლები) გახლდათ. 

მესამე „მეამბოხე“ მაჟორიტარი დეპუტატი კორუფციასთან და ღარიბაშვილის ოჯახთან ასოცირებული ირაკლი შიოლაშვილია. 

შიოლაშვილი კახეთის გუბერნატორი იყო და მისი ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში არაერთი შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ გახდა ცნობილი. 

[I=4]კერძოდ: ირაკლი შიოლაშვილის მამამ, გენადი შიოლაშვილმა 2016 წლის ნოემბერში, კახეთში, კონკრეტულად კი შირაქში, 14 მიწის ნაკვეთი იყიდა. 

ბატონ გენადის, რატომღაც სწორედ შვილის გუბერნატორობის პერიოდში გაუჩნდა ფულიც და ბიზნესის დაწყების სურვილიც.

მეტიც: იმავე წელს ანუ  2016 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, შიოლაშვილის მამამ იჯარით აიღო 130 ჰექტარი სახნავი მიწის ფართობი, რომელიც რეალურად, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ბიზნესია.

კიდევ ერთი "მეამბოხეა" მესტიის მაჟორიტარი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელზეც საგამოძიებო ორგანოებში უამრავი მასალა დევს. ერთერთი ასეთია მესტიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ალეკო ხერგიანის დაკავების ისტორია. ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. 

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო დაფინანსებით 23 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, არსებული ხარვეზების მიუხედავად, დოკუმენტებში სამუშაოს შესრულებულად დაფიქსირების სანაცვლოდ, ხერგიანმა მეწარმისგან ქრთამის სახით, 300 000 ლარი აიღო" - წერია ფინანსური პოლიციის მიერ 2013 წელს გავრცელებულ განცხადებაში. 

[I=5]საბოლოოდ, ხერგიანმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, რის შემდეგაც მას საპროცესო გაუფორმეს. სამაგიეროდ, მისცა ჩვენება, რომლითაც მესტიის მაჟორიტარი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის პასუხისმგებლობა გამოკვეთა. გავრცელებული ინფორმაციით, ხერგიანმა ქრთამის ნაწილი სწორედ ჯაფარიძეს გადასცა. 

ყველა ამ დეპუტატის კორუფციულ წარსულზე აქვს გამოძიებას მასალები და მათი "ამბოხი" რომ იმიტირებული არ იყოს და ივანიშვილის თანხმობით რომ არ ხორციელდებოდეს, სულ რომ არაფერი, ეს მაინც შეაფერხებდათ მათ...

„ამბოხის“ დეტალები 

„ამბოხამდე“, ივანიშვილმა, პარტიის რეიტინგების კვლევა ჩაატარა. შედეგი არასახარბიელო იყო. კერძოდ: კვლევის მიხედვით, ქართული ოცნება პრორორციული წესით ჩატარებულ არჩევნებს აგებს. ეს კი იმას ნიშნავს რომ ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდება. 

ამიტომ, ოლიგარქმა, თავისი დაპირების უკან წაღება, ხალხის დამცირება და შერეული საარჩევნო სისტემის (მაჟორიტარულ-პროპორციული) შენარჩუნება გადაწყვიტა. 

ბევრმა იცის რომ ე.წ. მაჟორიტარები რეალურად საკუთარი ბიზნესის ლობისტები არიან და მათ სხვა დეპუტატებისაგან ძირითადად „ფულის ტომრები“ გამოარჩევთ. 

ამავე დროს, მაჟორიტარები იშვიათი გამონაკლისის გარდა ყველაზე მორჩილი და უპრეტენზიო დეპუტატები არიან ქართულ ოცნებაში. 

წარმოიდგინეთ, ბერაია და შიოლაშვილი, რომლებსაც წლებია ხმაც კი არ ამოუღიათ პარლამენტში, უცებ ივანიშვილს აუჯანყდნენ, თანაც ღირებულებითი სისტემის გამო. 

სწორედ ასეთი ვერსიის შემოსაღებას აპირებს ქართული ოცნება საზოგადოებისათვის...

თუმცა, დეტალები, რომლებიც პრესა.ჯიმ გაარკვია, საპირისპიროზე მეტყველებს. 

[I=6]იმიტირებული ამბოხი ივანიშვილმა დაგეგმა ძალაუფლების დაკარგვის შიშით, რომელიც სისხლიან ჯალათად წოდებული გახარიასა და სუსის მიერ განხორციელდა. 

პრესა.ჯის აცნობეს რომ "ამბოხამდე" მცირე ხნით ადრე, გახარიამ ეს საკითხი თავისი ადმინისტრაციის რამდენიმე წევრთან განიხილა, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა რომ ის, რაც დღეს ხდება, დაგეგმილი და პროვოცირებულია. 

პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღებას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება. საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესასვლელად 113 ხმა და სამი მოსმენაა საჭირო. 

ოპოზიცია მზადაა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭიროს. 

ცვლილებები სამი წარმატებული მოსმენის შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში. პირველი მოსმენა და პირველი კენჭისყრა დღესაა.

შესაბამისად, თუ დღეს 113 დეპუტატმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს გამარჯვებას, რადგან წინ კიდევ ორი მოსმენა იქნება...

გეგმის მიხედვით, თუ ოლიგარქი დაინახავს რომ საზოგადოების რეაქცია არ არის საკმარისად მწვავე, მაშინ ისე კიდევ ერთხელ მოატყუებს და გადააგდებს ხალხს - უარს იტყვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას „მეამბოხეებს“ დააბრალებს. 

0

ავტორი: