12:49:57     13-11-2019
კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილმა ხუნდაძე დატუქსა, სერიოზული ზეწოლა იყო დეპუტატებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა დიმიტრი ხუნდაძე დატუქსა.
მისი განმარტებით, იმ დეპუტატებზე, რომელიც ეწინააღმდეგებიან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას სერიოზული ზეწოლა განხორციელდა.
„ჩემი პოზიცია უცვლელია, მე ხელიც არ მოვაწერე ამ დოკუმენტს, როდესაც ინიცირება მოხდა. ძალიან ბევრი დეპუტატია, ვინც მხარს არ უჭერს. დღეს უმრავლესობის სხდომაზე, იყო ზეწოლა დეპუტატებზე პარტიის თავმჯომარის მხრიდან. მაგალითად დიმიტრი ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა. იმ მუქარით, რომ გარიცხავდნენ. ბიძინა ივანიშვილმა ხუმრობით დატუქსა კიდევაც. მაგრამ ხუნდაძემ განაცხადა, რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება. სხვა დეპუტატები რას იზამენ არ ვიცი,“ - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
0