„დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს“ - პლენარულ სხდომაზე გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს“ - პლენარულ სხდომაზე გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ />


  12:59:20     12-11-2019

„დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს“ - პლენარულ სხდომაზე გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

კანონმდებლებს შორის დაპირისპირება გედევან ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობდა.

გედევან ფოფხაძის გამოსვლა ადგილიდან გააპროტესტა დაჩი ბერაიამ, რის საპასუხოდაც გედევან ფოფხაძემ მას სხდომათა დარბაზის გარეთ გასვლა შესთავაზა. ამ რეპლიკის შემდეგ გედევან ფოფხაძემ სხდომა დატოვა და დარბაზში შესვლას მეორე კარიდან ცდილობდა, რისი საშუალებაც მანდატურის სამსახურმა არ და რამდენიმე დეპუტატმა არ მისცა.

გედევან ფოფხაძე ამ დროისთვის სხდომაზე იმყოფება. დაჩი ბერაიას და გედევან ფოფხაძეს შორის მცირედი დაპირისპირება კვლავ მოხდა.

„გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია. დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს“, - აღნიშნა ფოფხაძემ სხდომათა დარბაზში.

0

ავტორი: