10:27:33     21-07-2011
გერმანია საუდის არაბეთში ტანკებს გამოცდის
ბუნდესვერმა თანამედროვე ტანკის, „ლეოპარდ“2A7+ - ის საიმედოობის გამოცდა, უდაბნოს და მაღალი ტემპერატურის პირობებში დაიწყო. ამ მიზნით, ტანკების მწარმოებელი გერმანული კონცერნის თხოვნით, საუდის არაბეთში სატანკო ეკიპაჟი იქნა გაგზავნილი, ოთხი ადამიანის და შტაბის ოფიცრის შემადგენლობით. ამის შესახებ ინფორმაციას „შპიგელი“ ავრცელებს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უკვე ოფიციალურად დაადასტურა ეს ცნობა, მხოლოდ იქვე დასძინა, რომ გამოცდას არანაირი კავშირი არ აქვს, ამ ტიპის 200-ზე მეტი ტანკის საუდის არაბეთისათვის მიყიდვის გეგმასთან. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მთავარი ამოცანა საუდის არაბეთში გაგზავნილი გერმანელი სამხედროებისათვის, ახალი კონდიცირების სისტემის ფუნქციონირების გამოცდა იქნება. რაც შეეხება საუდის არაბეთისათვის ტანკების მიყიდვის საკითხს, ხელისუფლებამ საამისო გადაწყვეტილება ივნისის ბოლოს მიიღო. ამან ოპოზიციის მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. გერმანიაში პოლიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ იარაღის მიყიდვა დიქტატორული რეჟიმებისათვის, გაუმართლებელია.
0