14:44:59     11-11-2019
ბიზნესომბუდსმენი და მისი მოადგილე თანამდებობებს ტოვებენ

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე, ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებენ მუშაობას ლექვინაძე და კალანდაძე. ასევე, ვინ გახდება ახალი ბიზნესომბუდსმენი.
ირაკლი ლექვინაძე თანამდებობაზე 2018 წლის იანვარში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დანიშნა. ლევან კალანდაძე კი, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე 2018 წლის თებერვალში გახდა.
0