პენტაგონმა ახალი სადაზვერვო გეგმა შემუშავა პენტაგონმა ახალი სადაზვერვო გეგმა შემუშავა />


  15:53:02     20-07-2011

პენტაგონმა ახალი სადაზვერვო გეგმა შემუშავა

a8270.jpg

ვაშინგტონი მზად არის ახალი, სადაზვერვო კომპიუტერული პროგრამის შემუშავებისათვის, 42 მილიონი დოლარი დახარჯოს. პროგრამამ პენტაგონის ხელმძღვანელობას საშუალება უნდა მისცეს დაადგინოს და ერთ სისტემაში მოიყვანოს როგორც საკუთარი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე, სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობის მორალურ–ფსიქოლოგიური მდგომარეობის მონაცემები, ტენდენცია და მოვლენები, რომლებსაც, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მის უსაფრთხოებასთან რაიმე კავშირი ჰქონდეთ.

სისტემა თვალ–ყურს მიადევნებს აშშ–სთვის ზიანის მომტან პროპაგანდას და ავტომატურად კონტრპროპაგანდასაც აწარმოებს. პროგრამის სახელწოდება SMISC, ასე იშიფრება – „სოციალური მედია სტრატეგიულ კომუნიკაციაში“. მისი გავრცელების არეალი Facebook, Twitter, YouTube და სხვა სოციალური ქსელები იქნება. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო, ინტერნეტდაზვერვის ობობის ქსელის დახლრთვას, მთელ მსოფლიოში გეგმავს.

გასული კვირის ბოლოს, პენტაგონმა კიბერსივრცეში მოქმედების სტრატეგიის ის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც საიდუმლოს არ წარმოადგენს და რომელიც ინტერნეტსივრცეს ამერიკელი სამხედროების ოპერატიული მოქმედების ველად აქცევს. თუმცა, გეგმის გახმაურებულ ნაწილში, ძირითადად, საუბარი მხოლოდ ინტერნეტქსელების და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის ასპექტებსა და ასევე, ჰაკერებთან და ტერორისტებთან ბრძოლაზე და მტრულად განწყობილი ქვეყნების კიბერსტრუქტურებზეა. ხოლო ის, რომ პენტაგონი ამ გზით ინტერნეტში, ფაქტობრივად, ჯაშუში პროგრამის გაშვებას აპირებს, ეს გეგმის გახმაურებულ ნაწილში არ არის აღნიშნული.

აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოების სამმართველო DARPA–მ, ტენდერიც კი გამოაცხადა პროგრამის შექმნაზე. სამინისტროს განცხადებით, სერვერების ეფექტური გამოყენება, შეიარაღებულ ძალებს, საშუალებას მისცემს უკეთესად გაიგონ საზოგადოების, რომელშიც ის მოქმედებს და შესაბამისად, უფრო ხარისხიანად აწარმოოს ამა თუ იმ ოპერაციის ინფორმატიულობა.

ამერიკელი სამხედროები ახლაც მუშაობენ სოციალურ ქსელებზე, რადგან იქ ტაქტიკურად და სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობის შემცველი სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება, თუმცა, სამხედროების ხელში „არაეშმაკური, მარტივი მეთოდებია“, და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება მხოლოდ გამართლებასა და ბედნიერ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამისთვის იქმნება SMISC, რომ   პენტაგონი მხოლოდ იღბალზე არ იყოს დამოკიდებული. აშშ–ს თავდაცვის სამინისტრო მზად არის ამისათვის ათეულობით მილიონი დოლარი გადაიხადოს. ტენდერის შედეგები მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოცხადდება, პროგრამის ინტერნეტსივრცეში ჩაშვება კი 2014 წელს იგეგმება.

რომ შევაჯამოთ, პროგრამის დამკვეთების მოთხოვნა შემდეგია: პენტაგონს სურს, შეეძლოს მოცემულ დროში აღმოაჩინოს, დაახარისხოს და ანალიზი გაუკეთოს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შეტყობინებებს თემების მიხედვით, რომელთაც სამხედრო დაზვერვისათვის ღირებულება გაჩნიათ და საფრთხეს შეიცავენ. პროგრამამ უნდა აღმოაჩინოს არამეგობრულად განწყობილი ფაქტების პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება და მისი წყარო. შესაბამისად, წინააღმდეგობა გაუწიოს კონტრშეტყობინებების გზით. DARPA–ს სპეციალისტების აზრით, პროგრამისათვის აუცილებლია ლინგვისტური ანალიზი, ინფორმაციული პატენტების, განწყობის, საზოგადოებრივი აზრის, კონტექსტის ავტომატური ამოცნობის უნარი. საუბარია, რომ პროგრამას, პირველ რიგში, ამერიკელი სამხედროების დისლოკაციის ადგილებში გამოიყენებენ.

თუმცა, ჟურნალ „ნაციონალური თავდაცვის“ რედაქტორის, იგორ კოროტჩენკოს თქმით, ეს ზედმეტი თავისტკივილი და ფულისყრაა, რომ პენტაგონი, მისთვის ღირებული ინფორმაციის მიღებას, რუსეთის ფედერაციაში ყველაზე გავრცელებული სოციალური ქსელების „ოდნოკლასნიკებისა“ და „კონტაქტის“  საშუალებითაც თავისუფლად შეძლებს. კოროტჩენკო ამბობს – „ამ საიტებზე უამრავი გადამდგარი სამხედრო პოსტავს, თავისი ყოფილი დისლოკაციის ადგილისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ, ზოგჯერ ისე, რომ ვერც იაზრებს, რომ ეს შეიძლება საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია იყოს. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. ასეთი ქსელები დაზვერვისათვის შესანიშნავი სამუშაო ადგილია. სამწუხაროდ, მსგავს სამუშაოებში ამერიკას საგრძნობლად ჩამოვრჩებით.“

0

ავტორი: