14:31:29     07-11-2019
„7 ნოემბერი უდავოდ დიდ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია ჩემი და მთელი პოლიტიკური გუნდის მხრიდან“

„ის, რეაგირება, რომელიც იყო 7 ნოემბერს, აბსოლუტურად არასწორი იყო“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია 12 წლის შემდეგ 7 ნოემბრის მოვლენებს.
როგორც ბოკერია ამბობს, მას პოზიციები ოპოზიციური ძალების მაშინდელი მოქმედებებთან თუ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებულ მოწოდებებთან დაკავშირებით არ შეუცვლია და ახლაც ფიქრობს, რომ ისინი უპასუხისმგებლო მოწოდებებს აკეთებდნენ, თუმცა რეაგირება, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა მისი აზრით, არასწორი იყო.
„უდავოდ დიდ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია ჩემი და მთელი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ის, როგორი რეაგირება მოხდა მაშინ ამ მოვლენებზე, იქნება ეს ტელეკომპანია „იმედის“ ამბავი, თუ თავად აქციაზე რა ტიპის ნაბიჯებიც და ზომებიც იქნა მიღებული. ძალიან ცუდია, რომ 2007 წლიდან გავიდა 12 წელი და ჩვენ ვნახეთ, რომ გავრილოვის ღამის დროს ხელისუფლების მხრიდან უფრო მძიმე რეაქცია იყო, ვიდრე ეს შვიდ ნოემბერს. ეს აჩვენებს, რომ ქვეყანა წინ კი არ წავიდა, წავიდა უკან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
0