11:36:05     06-11-2019
ელისაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველის მხარდაჭერას

„საქართველოს აქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მოდერნიზების ამბიციური პროგრამა, აშშ-ი აგრძელებს საქართველის მხარდაჭერას“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელისაბეთ რუდმა ბათუმში განუცხადა, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.
მისი თქმით, ბათუმის კონფერენცია არის შესანიშნავი შესაძლებლობა ხალხისა და მთავრობისთვის, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტებისთვის, ისაუბრონ საქართველოს პროგრესზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
„წელს კონფერენცია ფოკუსირებული იქნება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მოდერნიზაციაზე, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდაზე და საქართველოს თავდაცვის კონცეფციაზე. აშშ-ი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მოხარულები ვართ, რომ ვმონაწილეობთ კონფერენციაში ბათუმში და ვადასტურებთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების მხარდაჭერას.
აშშ აგრძელებს საქართველის მხარდაჭერას, ასევე მხარს უჭერს იმ დახმარებას, რომელსაც საქართველო იღებს მოკავშირეებისგან ნატო-ს არსებითი პაკეტით. აშშ-ი აგრძელებს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობას. ასევე, ჩართულია სხვადასხვა სწავლებაში. მათ შორის, „ნობელ პარტნიორში“ (Noble Partner) და „მტკიცე სულში“ (Agile Spirit). ამ წვრთნებით საქართველო უფრო მტკიცე პარტნიორი და ნატო-ს კონტრიბუტორი ხდება. ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს. ასევე, ფოკუსირებულები ვიქნებით საქართველოს კონტრიბუციაზე შავი ზღვის უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა ელისაბეთ რუდმა.
0