12:29:28     20-07-2011
პაკისტანი და აშშ მორიგდნენ
პაკისტანმა ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს, ქვეყანაში სამხედრო ოპერაციების ჩატარების უფლება კვლავ დართო. როგორც ინდური მედია იუწყება, ისლამაბადმა აშშ–ის ამ უწყების 87 თანამშრომლისათვის, ვიზები გასცა. ამერიკელებს ადგილობრივ კოლეგებთან თანამშრომლობა და ინფორმაციების გაცვლა–გამოცვლა ევალებათ.
ამის შესახებ შეთანხმება გასულ კვირას იქნა მიღწეული. პაკისტანის დაზვევის სამართველოს ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა მაიკლ მორელისთან, უსაფრთხოების საკითხების შესახებ გამართა. ძირითადი მიზანი კი, ამ ორ ქვეყანას შორის, ბოლო ხანს დაძაბული ურთიერთობების მოგვარება იყო.
თუმცა, პაკისტანის ხელისუფლებამ, ჯერჯერობით, ვერ მოახერხა, ვაშინგტონის დათანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ შეწყდეს ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების მიერ, პაკისტანის რიგი ტერიტორიების დაბომბვა, ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში, რის შედეგადაც ზოგჯერ მშვიდობიანი მოსახლეობაც იღუპება. ამ საკითხთან დაკავშირებით, პაკისტანი პასუხისმგებლობას მთლიანად პენტაგონს აკისრებს.
0