„კიბერშეტევა ყველგან ხდება, სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებგვერდებს ტეხენ“ „კიბერშეტევა ყველგან ხდება, სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებგვერდებს ტეხენ“ />


  12:16:00     30-10-2019

„კიბერშეტევა ყველგან ხდება, სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებგვერდებს ტეხენ“

a94283.jpg

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კიბერშეტევა მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. აქედან გამომდინარე, გომელაურის თქმით, არ ფიქრობს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე არ დაგეთანხმებით იქედან გამომდინარე, რომ კიბერშეტევა ყველა ქვეყანაში ხდება დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთი, ევროპული ქვეყნები. კიბერშეტევა ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა. იყო შეტევა, უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობს. ასევე ჩართულები არიან პარტნიორები, საზღვარგარეთიდან ჩვენი მეგობრები და ვფიქრობთ, გავლენ ბოლოში და დადგინდება. რაც შეხება იმას დაცული იყო თუ არა, ძალიან სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებგვერდებს ტეხენ და შედიან “,- აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა არის, რომ სახელმწიფო უწყებების ვებგვერდები უფრო მეტად იყოს დაცული, გომელაურმა ასე უპასუხა: „ყველას პასუხისმგებლობაა, როგორც უსაფრთხოების, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსი“

შეგახსენებთ, საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. გათიშული იყო რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

ასევე, კიბერშეტევა რამდენიმე ქართულ ვებგვერდზე განხორციელდა. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც.

განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

0

ავტორი: