„წყალტუბოს განვითარების პროექტზე ჩემი, როგორც ქვეყნის მოქალაქის პასუხი, არის მადლობა“ „წყალტუბოს განვითარების პროექტზე ჩემი, როგორც ქვეყნის მოქალაქის პასუხი, არის მადლობა“ />


  12:13:21     30-10-2019

„წყალტუბოს განვითარების პროექტზე ჩემი, როგორც ქვეყნის მოქალაქის პასუხი, არის მადლობა“

a94282.jpg

„წყალტუბოს განვითარების პროექტი მომავალში არა მხოლოდ იმერეთის აღორძინებას გამოიწვევს, არამედ გავლენას იქონიებს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო, უპრეცედენტოდ მასშტაბური აქტი, მის მიერ უკვე განხორციელებულ სამ მილიარდიან ინვესტიციის მიღმა, არის მისასალმებელი.

„ჩემი, როგორც ქვეყნის მოქალაქის პასუხი წყალტუბოს განვითარების პროექტზე, არის მადლობა. ვერც ერთ ეპოქაში ჩვენმა ქვეყანამ ვერ შეძლო წყალტუბოს კურორტის აღორძინება, რადგან ცალკეული სასტუმროების რეაბილიტაცია ვერ აღმოჩნდა ვერც რენტაბელური, არც საინტერესო სხვადასხვა ბიზნესისათვის. ეს ვერ გააკეთა სახელმწიფომ, მათ შორის, როდესაც ამ სახელმწიფოს სათავეში ედგა ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო, უპრეცედენტოდ მასშტაბური აქტი, მის მიერ უკვე განხორციელებულ სამ მილიარდიან ინვესტიციის მიღმა, არის მისასალმებელი. თავად რეაბილიტაციის პროცესში, რომ იმერეთის რეგიონში 8 ათასი ადამიანი დასაქმდება და ესეც არის ნამდვილად ხაზგასასმელი. მომავალში ეს არა მხოლოდ იმერეთის აღორძინებას გამოიწვევს, არამედ გავლენას იქონიებს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად. 

0

ავტორი: