ივანიშვილი, სინოდის წევრების გამოყენებით უწმინდესის გადაყენებასა და 2020 წლის გაზაფხულამდე ახალი პატრიარქის არჩევას გეგმავს - რას ამბობს ამის შესახებ ილია მეორე? ივანიშვილი, სინოდის წევრების გამოყენებით უწმინდესის გადაყენებასა და 2020 წლის გაზაფხულამდე ახალი პატრიარქის არჩევას გეგმავს - რას ამბობს ამის შესახებ ილია მეორე? />


  19:44:03     29-10-2019

ივანიშვილი, სინოდის წევრების გამოყენებით უწმინდესის გადაყენებასა და 2020 წლის გაზაფხულამდე ახალი პატრიარქის არჩევას გეგმავს - რას ამბობს ამის შესახებ ილია მეორე?

a94273.jpg

ცნობილი ხდება ივანიშვილის ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების გეგმის ახალი დეტალები. ამ ინფორმაციის მიხედვით, ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე ზეწოლას დღემდე აგრძელებს.

ხელისუფლება ცდილობს რომ 2020 წლის გაზაფხულამდე ჩვენს ქვეყანას ახალი პატრიარქი ჰყავდეს. 

ივანიშვილი თვლის რომ ილია მეორის პატრიარქად დარჩენის პირობებში, მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არ ექნება, რადგან დღეს ეკლესია ქართულ ოცნებას მხარს აღარ უჭერს.

„თუ ივანიშვილი პატრიარქს გადადგომას აიძულებს და სინოდი მისდამი ლოიალურად განწყობილ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ქართული ოცნების შანსები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიზრდება“, - ასე ფიქრობს ოლიგარქის გარემოცვა. 

წყარო საპატრიარქოდან გვიყვება რომ ივანიშვილის დავალებით მთელი სახელმწიფო აპარატი ცდილობს სინოდის წევრებზე ზეწოლას იმისათვის რომ პატრიარქის გადადგომის შემთხვევაში, წმინდა სინოდმა ოლიგარქის შეთავაზებულ კანდიდატურას გამოუცხადოს თანადგომა.

სინოდის სხდომა უკვე ჩანიშნულია. ის 31 ოქტომბერს, დღის 12 საათზე შედგება.

[I=2]შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ, პატრიარქის ყოფილმა ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ივანიშვილის რეჟიმი უმძიმეს დანაშაულში ამხილა. 

კერძოდ, მეუფე იაკობმა განაცხადა რომ გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ  გომელაური მას პატრიარქის გადადგომაში დახმარებას სთხოვდნენ. 

მეუფე იაკობმა, ფაქტობრივად, ხელისუფლება ილია მეორის მკვლელობის ორგანიზების მცდელობაში დაადანაშაულა და თქვა რომ ივანიშვილის დავალებით, პატრიარქს გადადგომა ვანო ჩხარტიშვილმა შესთავაზა. 

მან ეს სიტყვები მეორე დღესაც დაადასტურა. მეუფე იაკობი, რომელიც ქორეპისკოპოსობიდან გადადგა, გუშინ პატრიარქს შეხვდა. მისი თქმით, ილია მეორის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადების შესახებ მან პატრიაქრი მალევე ჩააყენა საქმის კურსში.

დღეს კი, პრესა.ჯის მორიგი სკანდალური ინფორმაცია მიაწოდეს პატრიარქის გარემოცვიდან, რომლის მიხედვითაც პატრიარქზე ზეწოლა ისევ გრძელდება, მისი გადადგომის მოთხოვნით.

თუმცა, ერთერთი სასულიერო პირის თქმით, უწმინდესს მრევლისა და ხალხის იმედი აქვს და თვლის რომ „ბოროტება აუცილებლად დამარცხდება“.

0

ავტორი: