12:15:47     28-10-2019
"ისლამური სახელმწიფოს" მეთაური აბდულა ქარდაში გახდა
Newsweek-ის ინფორმაციით, ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბდულა ქარდაში გახდა.
The Washington Post-ის ცნობით, ალ-ბაღდადის შემცვლელის პოსტზე ექვსი კანდიდატი განიხილება, თუმცა მათგან მხოლოდ ერთის ვინაობაა ცნობილი და ეს სწორედ აბდულა ქარდაშია.
აბდულა ქარდაში, იგივე ჰაჯი აბდულა ალ-აფარი, ყოფილი ოფიცერია, რომელიც შეიარაღებულ ძალებში სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს მსახურობდა. ქარდაში ერაყის ქალაქ ტალ-აფარში დაიბადა და 2003 წელს ამერიკელ სამხედროებს ალ-ბაღდადისთან ერთად ბუქას ციხეში ჰყავდა დატყვევებული, სადაც მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე გახდა.
27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ალ-ბაღდადი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციისას მოკლეს.
0