„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს“ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს“ />


  11:44:56     23-10-2019

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს“

a94099.jpg

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებისთვის მადლობას უხდის.

გიორგი გახარია მხარდამჭერი აქტის მიღებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის. ამასთან, პრემიერი ხაზს უსვამს, რომ აშშ საქართველოს უახლოესი სტრატეგიული მოკავშირეა.

ამასთან, გიორგი გახარიას შეფასებით, მხარდამჭერი აქტი ადასტურებს, რომ აშშ-სთან ჩვენი პარტნიორობა თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ფასეულობებს ეფუძნება.

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის. შეერთებულ შტატებთან უფრო ახლო ურთიერთობები დაგვეხმარება შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, ავაშენოთ ძლიერი საშუალო კლასი და შევინარჩუნოთ მდგრადი უსაფრთხოება საქართველოში. ქართველი ხალხის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებისთვის. იგი წარმოადგენს პირველ დამოუკიდებელ კანონმდებლობას, რომელიც ეხება საქართველოს და ეძღვნება ჩვენი პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადაყვანას. შეერთებული შტატები ჩვენი უახლოესი სტრატეგიული მოკავშირეა.

საქართველოს მხარდამჭერი აქტის გამოცემით წარმომადგენელთა პალატამ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსადმი ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება თავისუფლებისა და დემოკრატიის ზიარ და საერთო ფასეულობებს“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

0

ავტორი: