"რუსეთი, ირანი და ჩინეთი აშშ-ის მომავალ არჩევნებში ჩარევას ცდილობენ" "რუსეთი, ირანი და ჩინეთი აშშ-ის მომავალ არჩევნებში ჩარევას ცდილობენ" /> "/> " />


  10:05:14     22-10-2019

"რუსეთი, ირანი და ჩინეთი აშშ-ის მომავალ არჩევნებში ჩარევას ცდილობენ"

a94066.jpg

"ფეისბუქის" დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი, ირანი და ჩინეთი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობენ.

"ისინი სულ უფრო გაწაფულ ტაქტიკებს იყენებენ არჩევნებში ჩარევისთვის. ჩვენს მიერ აღმოჩენილი ექაუნთების ქსელი იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქვეყნებს განზრახული აქვთ მომავალი არჩევნების დროს იაქტიურონ"- განაცხადა ცუკერბერგმა.

მანამდე სოციალურ ქსელში განცხადეს, რომ ირანიდან და რუსეთიდან ყალბი ანგარიშები წაიშალა. რუსული წარმოშობის ექაუნთები Instagram-ზე 50, ხოლო Facebook-ზე 1 ყალბ გვერდს მოიცავდა. ამ გვერდებზე განთავსებული იყო ინფორმაციები კონსერვატიზმზე, ლიბერალიზმზე, ეკოლოგიაზე, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რასობრივ და ლგბტ თემის პრობლემებზე. "ფეისბუქის" თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ამ გვერდებს კავშირი აქვთ "ინტერნეტ-კვლევების სააგენტოსთან", რომელსაც "ტროლების ფაბრიკას" უწოდებენ.

 

 

0

ავტორი: