16:00:10     21-10-2019
"თუ ქურთები 35 საათის განმავლობაში არ დატოვებენ ტერიტორიას, თურქეთი სამხედრო ოპერაციას განაახლებს"
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთი განაახლებს სამხედრო ოპერაციას სირიაში, თუ ქურთული სამხედრო ფორმირებები ტერიტორიას 35 საათის განმავლობაში არ დატოვებენ.
"ჩვენ 35 საათი დაგვრჩა. თუ ისინი არ გავლენ, ჩვენ განვაახლებთ ოპერაციას. ამაზე ამერიკელებთანაც შევთანხმდით", -განაცხადა ჩავლუშოღლუმ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თურქეთი დათანხმდა შეერთებული შტატების მოთხოვნას, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესახებ. ანკარა რეგიონში სამხედრო ოპერაციას ახორციელებდა, რომელიც მიზნად ისახავდა სასაზღვრო ზოლის ქურთი მებრძოლებისგან გაწმენდას და ე.წ. "უსაფრთხოების ზონის" შექმნას.
0