„ირაკლი კობახიძეს დავპირდი, რომ ჩემი ხელით ჩამოვკიდებ „ოქტომბრელის" გულსაბნევს 2020 წლის ოქტომბერში“ „ირაკლი კობახიძეს დავპირდი, რომ ჩემი ხელით ჩამოვკიდებ „ოქტომბრელის" გულსაბნევს 2020 წლის ოქტომბერში“ /> "/> " />


  13:23:23     18-10-2019

„ირაკლი კობახიძეს დავპირდი, რომ ჩემი ხელით ჩამოვკიდებ „ოქტომბრელის" გულსაბნევს 2020 წლის ოქტომბერში“

a94013.jpg

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, მის მიერ გამოცხადებული ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი საქმიანობა მტკივნეული საკითხების გარშემო მოსახლეობის მხარდაჭერას მოემსახურება.

„მე გამოვაცხადე ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი საქმიანობა, რომელიც პირველ რიგში ემსახურება კონკრეტული, ჩემთვის მტკივნეული საკითხების გარშემო მოსახლეობის მხარდაჭერას. დღეს ერთ-ერთი მოისმინეთ, დავით გარეჯის საკითხიც დავაყენე, საასამართლოს საკითხიც. საბოლოო ჯამში მიიღებს თუ არა პოლიტიკურ ფორმას, მოგვიანებით მოგახსენებთ, ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი წახნაგები“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ამასთან, კითხვაზე, „ირკალი კობახიძე გამორიცხავს თქვენთან თანამშრომლობას, რა პოზიცია გაქვთ, ვისთან ერთად შეიძლება შეხვიდეთ პარლამენტში“, დოლიძემ ასე უპასუხა: „ირაკლი კობახიძეს და მის ოქტომბრელ მეგობრებს  დავპირდი, ჩემი ხელით ჩამოვკიდებ ოქტომბრელების გულსაბნევს, როდესაც ისინი წავლენ პარლამენტიდან 2020 წლის ოქტომბერში, ეს არის ჩემი გზავნილი ირაკლი კობახიძეს“.

ანა დოლიძე ამ დროისთვის არ აკონკრეტებს, საზოგადოებრივი მოძრაობა მიიღებს თუ არა მომავალში პოლიტიკურ ფორმას.

0

ავტორი: