საიუველირო სახლი, „Faberge“ მსოფლიოს ახალი კოლექციით გაახარებს საიუველირო სახლი, „Faberge“ მსოფლიოს ახალი კოლექციით გაახარებს />


  14:30:01     19-07-2011

საიუველირო სახლი, „Faberge“ მსოფლიოს ახალი კოლექციით გაახარებს

a8225.jpg

საიუველირო სახლი, „Faberge“, რომელმაც წარმოება 1917 წელს შეწყვიტა, მოღვაწეობას კვლავ გააგრძელებს. კომპანიამ მოღვაწეობა ახალი კოლექციის, „Les Fameux de Fabergе“-ს შექმნით დაიწყო, რომელშიც ძვირფასი ლითონისგან დამზადებული 12 კვერცხი შედის. მათი ღირებულება 100 ათასიდან 600 ათასამდე მერყეობს.

აღნიშნული ნივთები წელიწადის თითოეული თვის სიმბოლოებია. საყურადღებოა ისიც, რომ კომპანია შედარებით დაბალფასიანი კვერცხების შექმნასაც აპირებს, რომლებიც, საშუალოდ, ოთხი ათასი ამერიკული დოლარი ეღირება და შედარებით ხელმისაწვდომიც იქნება.

მოდური სახლი, „Faberge“, სამხრეთ აფრიკელ ბიზნესმენს, ბრაინ გილბერტსონს ეკუთვნის, რომელმაც 2007 წელს მოიპოვა „Faberge“-ზე ყოველგვარი უფლება, კომპანია „Unilever“-ისგან 38 მილიონ ამერიკულ დოლარად. აღნიშნული კომპანია გუსტავ ფაბერჟემ 1942 წელს შექმნა.

2009 წელს, გილბერტსონმა „Faberge“ , როგორც ბრენდი, კვლავ გააცოცხლა. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, კატერინ ფლორის თქმით, სამუშაოების დაწყებამდე ორი წელიწადი აღმოჩნდა საჭირო. ეს დრო კი საიუველირო ბაზარზე რეპუტაციის მოხვეჭას დასჭირდა.

„Faberge“-ს საიუველირო ნაწარმი, რომელიც კარლ ფაბერჟემ შექმნა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი. სახელგანთქმული საშობაო კვერცხების ღირებულება, რომლებიც იუველირმა რომანოვების დინასტიისთვის შექმნა, სხვადასხვა აუქციონებზე მილიონებს აღწევს. შემონახულია სულ 42 კვერცხი, 54 კვერცხიდან.

0

ავტორი: