10:52:24     16-10-2019
ფულის გათეთრების კიდევ სამი ეპიზოდი, სადაც ივანიშვილი მონაწილეობს - მოითხოვენ თუ არა, ფრანგი და ამერიკელი გამომძიებლები ქართველი ოლიგარქის დაპატიმრებას?

ოლიგარქ ივანიშვილს, მილიარდების ნაწილი კრიმინალური გზით აქვს ნაშოვნი. პროგრეს ბანკის ისტორიის გარდა, არსებობს ფულის გათეთრების კიდევ სამი ეპიზოდი, რომელშიც ივანიშვილი და მისი ბიზნესპარტნიორები მონაწილეობენ.
ფაქტი პირველი
2000 წელს საფრანგეთის საგამოძიებო უწყებამ დაიწყო გამოძიება ანგოლაში, საერთაშორისო ემბარგოს გვერდის ავლით 780 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული იარაღის შეტანის საქმეზე.
ანგოლაგეიტის საქმეში პირდაპირ ფიგურირებს ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი არკადი გაიდამაკი, რომელიც იმავე წელს ივანიშვილის კუთვნილი რასიისკი კრედიტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.
[I=2]საქმის მასალების მიხედვით, არკადი გაიდამაკმა, საფრანგეთის პრეზიდენტის, მიტერანის შვილმა, ჟან-კრისტოფ მიტერანმა, საფრანგეთის ყოფილმა შს მინისტრმა, შარლ პასკუამ და ფრანგმა ბიზნესმენმა პიერ ფალკონემ ანგოლას, კანონის დარღვევით, კონტრაბანდული იარაღი მიაწოდეს. აღებული ფული კი სწორედ ივანიშვილის კუთვნილი რასიისკი კრედიტის დახმარებით გათეთრდა.
მიუხედავად იმისა რომ აღნიშნულ პირებს სხვადასხვა სასჯელი შეეფარდათ, ხოლო დაკავებამდე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი გაიდამაკი რუსეთში იმალებოდა, გამოძიება დღემდე გრძელდება, მათ შორის, ფულის გათეწთრების საქმეში ივანიშვილის მონაწილეობის მიმართულებით.
ფაქტი მეორე
ეს ისტორიაც ანგოლას უკავშირდება. კერძოდ, საბჭოთა კავშირი ანგოლას სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდა სამოქალაქო ომის დროს. შესაბამისად, ანგოლას, 1996 წლის მონაცემებით, რუსეთის მიმართ ჯამში 5 მილიარდი დოლარის ღირებულების ვალი დაუგროვდა.
ივანიშვილის, გაიდამაკის, ფრანგი ბიზნესმენის ფალკონესა და კიდევ ერთი ბიზნეს-პარტნიორის - მალკინის ორგაიზებით დიდი კორუფციული სქემა დაიგეგმა, რომელმაც საფუძველი დაუდო 750 მილიონი დოლარის გათეთრებას.
კერძოდ: ოლიგარქების ზეწოლით რუსეთის ფედერაციამ ანგოლას ვალის 70 პროცენტი ჩამოაწერა, ხოლო დარჩენილი 1,5 მილიარდი დოლარის გადახდა 2016 წლამდე გადაუვადა.
პარალელურად, გაიდამაკმა და ფალკონემ დააფუძნეს საშუამავლო კომპანია Abalone Investment LTD, რომელმაც რუსეთის მთავრობასთან ანგოლას ვალების გამოსყიდვაზე გააფორმა შეთანხმება, ნახევარ ფასად - 750 მილიონ დოლარად.
[I=3]ამის შემდეგ Abalone Investment-მა ვალის თამასუქი 1.5 მილიარდად მიყიდა ანგოლას ნავთობის სახელმწიფო კომპანიას. შესაბამისად, ანგოლას ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ გაიდამაკისა და ფალკონეს კუთვნილი კომპანიის ანგარიშზე თანხა ნაწილ-ნაწილ ჩარიცხა შვეიცარიაში მდებარე SBS ბანკისა და ივანიშვილის კუთვნილ რასიისკი კრედიტის ანგარიშებზე.
ამ ოპერაციით, ფალკონემ, გაიდამაკმა, ივანიშვილმა და სხვა მონაწილეებმა 750 მილიონი დოლარი მოიგეს.
ხოლო კომპანია Abalone Investment-ის 25 პროცენტი, ივანიშვილის კუთვნილი ბანკის - რასიისკი კრედიტის თანამფლობელმა მალკინმა იყიდა.
ფაქტი მესამე
2012-15 წლებში, ჰაკერულმა ჯგუფმა, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრისა და ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორის, შოთა შალელაშვილის შვილის, გარი შალელაშვილის მეთაურობით ამერიკული ბანკებიდან რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარი მოიპარეს.
2 საინფორმაციო სააგენო, 7 საფინანსო კორპორაცია და 100 მილიონი დაზარალებული - ასეთი იყო 2012-2015 წლებში, ჰაკერების მიერ ორგანიზებული ყველაზე მსხვილი კიბერ-თავდასხმის მასშტაბი, რომლის გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.
საერთაშორისო ჰაკერთა ჯფუფში მყოფი ისრაელის ერთ-ერთი მოქალაქე, წარმოშობით ქართველი, საქართველოს პარლამენტის წევრის, ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორის, შოთა შალელაშვილის შვილი, გარი შალელაშვილი (იგივე Gery Shalon) აღმოჩნდა.
ფედერალური გამოძიების მიხედვით, ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორის შვილსა და მის მეგობრებს მსოფლიოს 15 ქვეყანაში განთავსებული ჰქონდათ სერვერები და 81 მილიონი ადამიანის პირადი ანგარიშებიდან თანხებს ითვისებდნენ.
საერთაშორისო დონის კრიმინალები, აღნიშნული თანხების გასათეთრებლად არალეგალური ბიტკოინების ბირჟას - Coin.mx-ს იყენებდნენ, რისი მეშვეობითაც თანხების გადაქაჩვა საქართველოს, შვეიცარიის, კვიპროსისა და ესტონეთის ბანკებში ხდებოდა.
ჯამში, ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორის შვილის ორგანიზებით, ჰაკერებმა 450 მილიონი დოლარის მითვისება შეძლეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული გამოძიების დიდი ნაწილი შეიძლება ითქვას, რომ უკვე დასრულდა, ფულის გათეთრებისა და საქმეში ჩართული სხვა თანამონაწილეების გამოსავლენად, ფედერალები ისევ მუშაობენ.
მეტიც, გამოძიება დაინტერესდა იმ ბანკებით, სადაც მოპარული ასეულობით მილიონი დოლარი ილექებოდა. სხვა უცხოურ ფინანსურ კორპორაციებთან ერთად, გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებში ორი ქართული ბანკია ნახსენები - ივანიშვილის „ბანკი ქართუ“ და „ბაზის ბანკი“.
[I=4]შესაბამისად, გამოძიებას ამჟამად კითხვები აქვს ბანკების მფლობელებთან და მენეჯმენტთან, იმ საეჭვო და არალეგალური ტრანზაქციების გამო, რომლის მეშვეობითაც მათ შორის ივანიშვილის ბანკში, დიდი ოდენობის ფული „გაირეცხა“.
წარმოიდგინეთ, ოლიგარქი, რომელმაც პროკურატურას „თიბისი ბანკის“ აქციონერების წინააღმდეგ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის გამო ფულის გათეთრების მუხლით დააწყებინა გამოძიება, შესაძლოა, თავად აღმოჩნდეს ასეულობით მილიონი დოლარის „გამთეთრებელი“ - ამერიკული გამოძიების ფარგლებში.
კერძოდ: ამჟამად, გამოძიება იკვლევს შალელაშვილის კიბერ-დანაშაულებრივი საწარმოს, Coin.mx-Bitcoin-ის (რომელსაც ვინმე იური ლებედევი მართავდა), კავშირებს ბიძინა ივანიშვილთან და მის ბიტკოინების ქარხნებთან.
უფრო მეტიც: ამერიკის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 7 სექტემბერს, საქართველოდან რუსეთის მოქალაქის, ვინმე ანდრეი ტიურინის ექსტრადირება განხორციელდა.
ამერიკული გამოძიერა ტიურინს შალელაშვილის ჰაკერულ სქემაში მონაწილეობას, ათეულობით მილიონი ადამიანის პირადი მონაცემების მოპოვებასა და არალეგალური ონლაინ კაზინოებიდან უკანონოდ მიღებულ შემოსავალს ედავება.
ანდრეი ტიურინი ქართველმა სამართალდამცავებმა 2017 წლის დეკემბერში დააკავეს. ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, მის ექსტრადირებას ითხოვდა რუსეთიც.
საბოლოოდ, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და პროკურატურამ, ანდრეი ტიურინი ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა.
ახლა კი, ტიურინმა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მალავდა, შესაძლოა ჩვენება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მისცეს და ამერიკაში მიმდინარე გამოძიებას იმ ფინანსური დანაშაულების გახსნაში დაეხმაროს, რომელსაც ჰაკერული ჯგუფი „ქართუ ბანკის“ გამოყენებით აორგანიზებდა.
სავარაუდოდ, ტიურინი არ იქნება ერთადერთი, რომელიც ივანიშვილისა და „ბანკი ქართუს“ წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს. შესაძლოა, ოლიგარქის წინააღმდეგ ჩვენება ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორის შვილმა, გარი შალელაშვილმაც მისცეს.
მასშტაბური კიბერ-თავდასხმის გამო, გარი შალელაშვილი ისრაელში 2015 წელს დააპატიმრეს. მას ბრალი 2015 წლის ნოემბერში, ნიუ-იორკის სამხრეთით მდებარე საოლქო სასამართლოში წაუყენეს.
SHALON, AARON და ORENSTEIN, თავდაპირველად ფასიანი ქაღალდების, თაღლითობის, შეთქმულების, გარჩევის, ფულის გათეთრების, სათამაშო ბიზნესის უკანონოდ გამოყენებისა და პირადობების გაყალბებისათვის დააპატიმრეს.
გარი შალელაშვილთან ერთად დააკავეს მისი თანაშემწეებიც, რომელთა უმრავლესობამ ბრალდება აღიარა.
ზოგიერთ მათგანს პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ თავად SHALON-ის არ მიუღია საქმის განხილვაში მონაწილეობა. ეს კი იმას ნიშნავს რომ ის, თავისუფლების სანაცვლოდ, ახლა უკვე ამერიკის ხელისუფლებაზე მუშაობს.
საქმეში მყოფ ადამიანთა აზრით, SHALON იღებს ინფორმაციას მულტინაციონალური კიბერდანაშაულის ქსელის შესახებ და ეხმარება აშშ-ს ხელისუფლებას, მსოფლიოს მასშტაბით კიბერდანაშაულის ქსელის წევრების იდენტიფიცირებასა და დაპატიმრებაში.
შალელაშვილი ამერიკის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს ფულის გათეთრების საქმეშიც, რომელიც სხვადასხვა ბანკების მეშვეობით უკანონოდ მიღებული ასეულობით მილიონი დოლარის ლეგალიზაციას უკავშირდება.
გარი შალელაშვილმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენება შესაძლოა, სწორედ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული არალეგალური ტრანზაქციების შესახებ მისცეს.
ხოლო საკმარისი მტკიცებულებების შემთხვევაში, ამერიკულმა გამოძიებამ, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს ბრალი წაუყენოს.
0