11:44:19     14-10-2019
"თუ ადამიანი მებრძვის ფორმულით "ყველას მინუს მიშა", ის არის ივანიშვილის ხელის ბიჭი"

თუ ადამიანი მებრძვის ფორმულით "ყველას მინუს მიშა", ის არის ივანიშვილის ხელის ბიჭი - ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას ინტერვიუს დასრულების შემდეგ დაწერა.
გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და თქვა, რომ სააკაშვილს "პუტინის პროპაგანდა" გამოსდის, რითაც ივანიშვილის ეხმარება.
"თუ ადამიანი გამოიყურება როგორც ივანიშვილის ნაყიდი, საუბრობს, როგორც ივანიშვილისგან ფულის ამღები, მებრძვის მე ფორმულით "ყველას მინუს მიშა", ის არის ივანიშვილის ხელის ბიჭი და ივანიშვილის ნაყიდი. საქართველოში აუცილებლად გათენდება! P.S ვულოცავ ჩემს მეგობარ კაჩინსკის პოლონეთში არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას! გამარჯვება იქაურ ქოცებზე და ევროქოცებზე! მალე საქართველოში!", - წერს სააკაშვილი.
0