12:49:17     11-10-2019
მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ 12 ახალი წევრი წარადგინა

„ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას მოძრაობის მორიგი 12-კაციანი ჯგუფი წარუდგინა.
საზოგადოებრივ მოძრაობას შეუერთდნენ ფილოლოგი და მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი, პიროვნული განვითარების ტრენერი ქეთევან ჟვანია-თაისონი, ბიზნესმენი ანდრო ბიბილეიშვილი, ეკონომისტი ნიკოლოზ კიკვიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ეთერ გაიაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი თემურ არაბიძე, მსახიობი ირაკლი აფაქიძე, სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის ხელმძღვანელი ნინო მგალობლიშვილი, ბიზნესის მართვის სპეციალისტი ნუკრი საჯაია, მეცნიერების და განათლების პოპულარიზაციის ფონდ „ნოვას” დამფუძნებელი რამაზ ბლუაშვილი, პიანისტი და ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი ნინო ყამბეგაშვილი, მხატვარ-არქიტექტორი ირაკლი ქადეიშვილი.
„ამ ქვეყნის გამარჯვება არის ერთიანი ძალით შესაძლებელი, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ემიგრანტების გამოცდილება, ის ცოდნა რომელიც მათ მიიღეს სხვა ქვეყანაში და სწორედ მათთან ერთად მოხდება, ამ ქვეყნის საკმაოდ სერიოზულ, წარმატებულ, გამარჯვებულ ქვეყნად გადაქცევა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მოძრაობის მორიგ 12 წევრს მამუკა ხაზარაძე მომავალ პარასკევს წარადგენს, აქამდე წარმოდგენილია 36 წევრი.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ამ საზოგადოების პარალელურად უნდა შექმნას თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დაანონსა, რომ ეს დაახლოებით 2 კვირაში მოხდება.
0