11:12:45     04-10-2019
უკრაინაში თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი
სატვირთო თვითმფრინავი Ан-12 ლვოვის საერთაშორისო აეროპორტთან ავარიულად დაეშვა, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ვლადისლავ კრიკლის თქმით, წინასწარი მონაცემებით დაღუპულია ოთხი ადამიანი. ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა.
"ავარიული დაშვება განხორციელდა იმის გამო, რომ მას საწვავი გაუთავდა, დაწყებულია გამოძიება", - წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.
ინციდენტი დღეს დილით მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თვითმფრინავი რადარებიდან ადგილობრივი დროით 7:10 საათზე გაქრა. 20 წუთის შემდეგ კი ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი კავშირზე გავიდა და იძულებითი ავარიული დაშვების შესახებ აცნობა.
სატვირთო თვითმფრინავი ვიგოდან (ესპანეთი) სტამბოლში მიფრინავდა.
0