18:05:28     18-07-2011
ნატო ავღანეთის უსაფრთხოების კონტროლს ადგილობრივ პოლიციას აბარებს
ნატო-ს ძალებმა ავღანეთში უსაფრთხოებაზე კონტროლის ადგილობრივი პოლიციისთვის გადაბარება დაიწყო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ძალაუფლების გადაცემა ცენტრალური პროვინცია ბამიანიდან დაიწყო. პროცესმა სადღესასწაულო ცერემონიის თანხლებით ჩაიარა, რომელსაც ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები და რამდენიმე ქვეყნის ელჩები ესწრებოდნენ.
ჟურნალისტებს ღონისძიების გაშუქების საშუალება არ მიეცათ.
„ბი-ბი-სი“–ს ინფორმაციით, ბამიანი ავღანეთში ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო პროვინციად ითვლება, თუმცა, ადგილობრივები შიშობენ, რომ ძალაუფლების ადგილობრივი პოლიციისთვის გადაცემა კორუფციის გაძლიერებასა და რეგიონში უსაფრთხოების ხარისხს შეამცირებს. ავღანეთის საომარ ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების ნაწილს ცხელი წერტილიდან ჯარები გაჰყავს. მათ შორის, ქვეყანას უკვე ტოვებენ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედროები.
„ინტერპრესნიუსი“
0