უკრაინამ იარაღის ექსპორტი გაზარდა უკრაინამ იარაღის ექსპორტი გაზარდა />


  18:04:53     18-07-2011

უკრაინამ იარაღის ექსპორტი გაზარდა

a8196.jpg

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „უკრაინექსპორტმა“, 2010 წელს, 956.7 მილიონი დოლარის შეიარაღების ექსპორტი მოახდინა. ეს ინფორმაცია ექსპორტის კონტროლის სახელმწიფო სამსახურმა გაავრცელა. შეიარაღების გატანა ძირითადად აფრიკის ქვეყნებში განხორციელდა. 2009 წელს, უკრაინული სამხედრო ექსპორტის საერთო ღირებულებამ, მხოლოდ 799.5 მილიონი დოლარი შეადგინა.

საერთო ჯამში, უკრაინამ აფრიკის ქვეყნებს Т-72 და Т-55 ტიპის 250 ტანკი, 12 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“ და ამდენივე საარტილერიო დანადგარი „გვოზდიკა“ და „აკაცია“ გადასცა. დიდი რაოდენობით მოხდა ცეცხლსასროლი იარაღის ექსპორტიც. ამგვარად, აშშ–მ უკრაინისაგან 95 400 შაშხანა, ავტომატი და ოთხი ათასი რევოლვერი და პისტოლეტი შეიძინა, გერმანიამ – 33 ათასამდე ამ ტიპის იარაღი, უგანდამ – 40 ათასი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენიმე ასეული მძიმე ტყვიამფრქვევი, კონგომ – 3 ათასი შაშხანა, 10 ათასი ავტომატი, 500 მსუბუქი და 100 მძიმე ტყვიამფრქვევი.

0

ავტორი: