18:45:25     01-10-2019
შემთხვევა ფინეთის კოლეჯში - მამაკაცმა ხმლით 1 ადამიანი მოკლა, ხოლო 10 დაჭრა
ფინეთის ქალაქ კუოპიოში ხმლით შეიარაღებული მამაკაცი კოლეჯში შეიჭრა და სტუდენტებს თავს დაესხა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაიღუპა 1 და დაიჭრა 10 ადამიანი.
ორი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თავდამსხმელი სამართალდამცველებმა იარაღის გამოყენებით დააკავეს. შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მუშაობენ.
0