სასტიკი დანაშაული თბილისში - მძარცველებმა ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში აწამეს სასტიკი დანაშაული თბილისში - მძარცველებმა ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში აწამეს />


  09:56:43     01-10-2019

სასტიკი დანაშაული თბილისში - მძარცველებმა ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში აწამეს

a93566.jpg

თბილისის ცენტრში 33 წლის ქალს საკუთარ სახლში ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ბაქოს ქუჩაზე მოხდა. ქალს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. სისასტიკის მიზეზი სავარაუდოდ ძარცვა იყო. ნაწამები ქალის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებული ქალი გულ-მკერდის ტრავმებით და ტვინის შერყევით ამჟამად კლინიკაში იმყოფება.

"აღენიშნება სხეულის რამდენიმე ტრავმა. ძირითადად ეს არის თავის ტვინის შერყევა, გულ-მკერდის ზედაპირული ტრავმა. იმყოფება სტაციონარში, უტარდება შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა. ვაკვირდებით დინამიკაში. ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება," - აცხადებს ექიმი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

0

ავტორი: