ვან გოგმა „ავტოპორტრეტზე“ საკუთარი თავის ნაცვლად, მისი ძმა გამოსახა ვან გოგმა „ავტოპორტრეტზე“ საკუთარი თავის ნაცვლად, მისი ძმა გამოსახა />


  16:22:30     18-07-2011

ვან გოგმა „ავტოპორტრეტზე“ საკუთარი თავის ნაცვლად, მისი ძმა გამოსახა

a8192.jpg

სპეციალისტებმა ხანგრძლივი კვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ ვან-გოგის „ავტოპორტრეტზე“ მისი ძმაა გამოსახული. ვან–გოგის შესახებ ხელოვნებათმცოდნეებმა იცოდნენ, რომ ის არასდროს ხატავდა თავის ძმას თეოს.

კვლევის შედეგად კი გაირვა, რომ 1887 წელს ვან –გოგის მიერ შესრულებულ სურათზე, რომელიც ავტოპორტრეტია, თავად კი არა, მისი ძმაა გამოსახული. ხელოვნებათმცოდნეები ამტკიცებენ, რომ მსოფლიოში ერთადერთი ტილო არსებობს, რომელზეც ვან–გოგის ძმაა გამოსახული.  ექსპერტები, რომლებიც ტილოს სწავლობდნენ თვლიან, რომ ვან–გოგის ძმა ძალიან გავს  ტილოზე გამოსახულ პიროვნებას წვერის ფორმით და ფერით, ასევე თვალებით და სახის ოვალით.  

0

ავტორი: