ქართული ოცნების დეპუტატმა, ისკო დასენმა და მისმა მეუღლემ 2012 წლის შემდეგ მილიონ 645 ათასის ქონება შეიძინეს და 600 ათასი დანაზოგის სახით შეაგროვეს ქართული ოცნების დეპუტატმა, ისკო დასენმა და მისმა მეუღლემ 2012 წლის შემდეგ მილიონ 645 ათასის ქონება შეიძინეს და 600 ათასი დანაზოგის სახით შეაგროვეს />


  09:46:05     30-09-2019

ქართული ოცნების დეპუტატმა, ისკო დასენმა და მისმა მეუღლემ 2012 წლის შემდეგ მილიონ 645 ათასის ქონება შეიძინეს და 600 ათასი დანაზოგის სახით შეაგროვეს

a93531.jpg

ხალხის გაღარიბების, ცხოვრების გაძვირებისა და ლარის გაუფასურების პარალელურად, საეჭვოდ მდიდრდებიან ქართული ოცნების წევრი დეპუტატები. 

ამჯერად ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, ისკო დასენის ქონების შესახებ გაგაცნობთ ინფორმაციას. 

დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, ისკო დასენმა და მისმა მეუღლემ,  ლეილა არაბიანმა 2012 წლის ცვლილებების შემდეგ ჯამში 525 ათასი დოლარისა და 70 ათასი ლარის ქონება შეიძინეს.

მაგალითად: ისკო დასენის მიერ 2018 წლის 26 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისმა მეუღლემ, ლეილა არაბიანმა 2017 წელს ორი ავტოფარეხი იყიდა ინგოროყვას 5 ნომერში, ჯამში 45 ათას დოლარად. 

2017 წელს, დეპუტატ დასენის მეუღლემ აგლაძის 25 ნომერში კომერციული ფართიც შეიძინა (327 კვ.მ), რაშიც დეკლარაციის მიხედვით, 120 ათასი დოლარი გადაიხადა.

2015 წელს, ისკო დასენმა არასაცხოვრებელი ფართი იყიდა თამარ მეფის 13 ნომერში (48.28 კვ.მ), რომელიც 60 ათასი დოლარი დაუჯდა.

მან, 2015 წელს, წინამძღვრიშვილის 172-ში კიდევ ერთი არასაცხოვრებელი ფართი იყიდა (34 კვ.მ) - 60 ათას ლარად.

2013 წელს დეპუტატმა დასენმა რუსთავში, კაპანაძის ქუჩაზე იყიდა მიწის ნაკვეთი (128 კვ.მ), რაშიც 10 ათასი ლარი გადაიხადა.

2018 წელს კი, ისკო დასენმა მერსედესი (ვ 250) შეიძინა, რომელიც დეკლარაციის მიხედვით 50 ათასი დოლარი დაუჯდა.

ისკო დასენი დანაზოგის სახით ინახავს 200 ათას დოლარსაც, თუმცა, ბანკის სახეობა დეკლარაციაში მითითებული არ არის (200 ათასი დოლარი 600 ათასი ლარია, კურსით 3.0).

გარდა ამისა, ისკო დასენსა და მის მეუღლეს, ლეილა არაბიანს 2012-2014 წლებში, შეძენილი აქვთ 4 ფასიანი ქაღალდი (ფასიანი ქაღალდის სახეობა თამასუქი) - ჯამში 250 ათას დოლარად. ფასიანი ქაღალდის ემიტენტი შპს მისო ლიდერ კრედიტი.

საჯარო რეესტრის მონაცემენით, შპს მისო ლიდერ კრედიტს ორი მფლობელი ჰყავს. 

რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ადელინა სადოიანი, კომპანია მისო ლიდერ კრედიტის 25 პროცენტს ფლობს, ხოლო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ტიტალ დასენი - 75 პროცენტს.

ისკო დასენისა და მისი მეუღლის, ლეილა არაბიანის 2012 წლიდან ანუ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე შეძენილი ქონების ჯამი (ბინა, მანქანა, არასაცხოვრებელი ფართები, ფასიანი ქაღალდები) 525 ათასი დოლარი და 70 ათასი ლარია, რასაც დანაზოგის სახით არსებული 200 ათასი დოლარიც ემატება, რომლის წარმომავლობა ბოლო დეკლარაციაში მითითებული არ არის.

თუ ისკო დასენის მიერ 2012 წლის შემდეგ შეძენილ ქონებას მთლიანად ეროვნულ ვალუტაში გადავიყვანთ კურსით 3.0, მილიონ 645 ათასს მივიღებთ (1,575,000 ლ + 70,000 ლ = 1,645,000 ლ). 

საინტერესოა, როგორ ახერხებენ ქართული ოცნების დეპუტატები გამდიდრებას იქ, სადაც ბავშვები შიმშილობენ და მილიონობით ადამიანის ცხოვრება გაუარესებულია?

0

ავტორი: