16:19:20 29-09-2019
ყვარლის მერის სიდედრმა, ყვარელში, ჯამში 110 ათას 387 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაიფორმა
ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილის სიდედრს, ხათუნა მოსულიშვილს გასულ წლებში, სოფელ გავაზში, ჯამში, 110 ათას 387 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესაძენი ფული გაუჩნდა.
ყვარელში მდებარე ქონება, რომელიც 2018-2019 წლებში მერის სიდედრის სახელზე გადავიდა, საჯარო რეესტრში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული.
მაშინ, როდესაც როგორც ყვარელში, ისე მთელ საქართველოში სიღარიბე ბატონობს, ხალხი უმუშევარია და ბავშვები შიმშილობენ, ჩინოვნიკების ოჯახის წევრები და ნათესავები სწრაფად მდიდრდებიან.
იხილეთ ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილის სიდედრის, ხათუნა მოსულიშვილის მიერ 2018-2019 წლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში შეძენილი ქონება:
2019 წლის 24 ივნისს, ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილის სიდედრმა, ხათუნა მოსულიშვილმა 9 ათას 99 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში. ნაკვეთის ნომერი: 57 04 51 387.
2018 წლის 12 მარტს, ყვარლის მერის სიდედრმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში 6 ათას 259 კვ.მ მიწის ნაკვეთიც გადაიფორმა. ნაკვეთის ნომერი: 57 04 51 154.
2018 წლის 13 მარტს, ყვარლის მერის სიდედრმა სოფელ გავაზში 2 ათას 422 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა. ნაკვეთის ნომერი: 57 04 51 148.
2018 წლის 13 მარტს, ყვარლის მერის სიდედრმა სოფელ გავაზში 6 ათას 461 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაატარა რეგისტრაციაში. ნაკვეთის ნომერი: 57 04 52 110.
ხათუნა მოსულიშვილმა საჯარო რეესტრს 2018 წლის 12 მარტსაც მიაკითხა. კვლავ სოფელ გავაზში, ამჯერად 2 ათას 626 კვ.მ მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად. ნაკვეთის ნომერი: 57 04 52 109.
ხათუნა მოსულიშვილმა 2018 წლის 13 მარტს, გარიგების საფუძველზე სოფელ გავაზში კიდევ 6 ათას 208 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა. ნაკვეთის ნომერი: 57 04 52 111.
ყვარლის მერის სიდედრმა, 2018 წლის 3 მარტს კიდევ 9 ათას 98 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა. ნაკვეთის ნომერი: 57 04 51 147.
ყვარლის მერის სიდედრმა, 2018 წლის 13 მარტს, გავაზში 13 ათას 100 კვ.მ მიწაც შეიძინა. იმავე დღეს გადაიფორმა 7 ათას 78 კვ.მ მიწის ნაკვეთიც.
მან, 2018 წლის მარტში, გავაზში კიდევ 6 ათას 663, 4 ათას 320, 6 ათას 257, 5 ათას 47, 7 ათას 670, 10 ათას 100, 3 ათას 434 და 4 ათას 545 კვ.მ მიწის ნაკვეთები იყიდა.
ხათუნა მოსულიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტიდან არ არის. ის სოფელ კაჭრეთში ცხოვრობს, თუმცა, რატომღაც იმდენი მოახერხა რომ იქ, სადაც მუნიციპალიტეტის მერი მისი სიძეა, 110 ათას 387 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა.
P.S: მერი როსტომ სესიაშვილი სწორედ გავაზიდან ანუ იმ სოფლიდან არის, სადაც მისმა სიდედრმა ჯამში 110 ათას კვ.მ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა. დიდი ალბათობით, მიწის ნაკვეთი სწორედ მას ეკუთვნის და სიდედრის სახელზე ფორმალურად არის გაფორმებული.
ასე შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების წარმომადგენლები იქცეოდნენ, როდესაც სიდედრებს, სიმამრებსა თუ ცოლიდებს უცებ მილიონები უჩნდებოდათ და დიდძალ ქონებას ყიდულობდნენ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: სესიაშვილი ყვარლის მერი 2017 წლიდან არის. მისმა სიდედრმა კი, რატომღაც სწორედ მას შემდეგ იშოვა 110 ათას 387 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესაძენი ფული, რაც სიძე მუნიციპალიტეტის მერი გახდა.
0