11:36:34     28-09-2019
ზუგდიდში ძმამ ძმა შვილის საფლავზე მოკლა

გუშინ, გვიან ღამით მკვლელობა მოხდა ზუგდიდში.
სასაფლაოზე ძმამ ძმა მოკლა. მკვლელობა ცივი იარაღითაა ჩადენილი.
გავრცელებული ცნობით, მკვლელობა ერთ-ერთი ძმის გარდაცვლილი შვილის საფლავზე მოხდა. ძმები წურწუმიები აფხაზეთიდან დევნილები არიან და ზუგდიდში ცხოვრობდნენ. . მოკლული ძმა გერმანიიდან 4 დღის წინ იყო ჩამოსული. . წინასწარი ინფორმაციით დაპირისპირება წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.
დაკავებულია 36 წლის მამაკაცი. გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
0