პუტინი: რუსეთი ავითარებს ბირთვულ იარაღს, რომელიც მსოფლიოში გლობალურ სტრატეგიულ ბალანსს დაამყარებს პუტინი: რუსეთი ავითარებს ბირთვულ იარაღს, რომელიც მსოფლიოში გლობალურ სტრატეგიულ ბალანსს დაამყარებს />


  13:15:04     25-09-2019

პუტინი: რუსეთი ავითარებს ბირთვულ იარაღს, რომელიც მსოფლიოში გლობალურ სტრატეგიულ ბალანსს დაამყარებს

a93455.jpg

„რუსეთი ავითარებს ბირთვულ იარაღს, რომელიც მსოფლიოში გლობალურ სტრატეგიულ ბალანსს დაამყარებს“, - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია, რომელიც მანვე ბირთვული ინდუსტრიის მუშაკთა დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

„ბირთვული მკვლევარების ამჟამინდელი თაობის მიღწევებს შორის აღსანიშნავია მომავალი თაობის იარაღის შექმნა, რომელსაც მსოფლიოში გლობალური სტრატეგიული ბალანსის დაცვის უზრუნველყოფა შეუძლია,” - აღნიშნულია განცხადებაში.

პუტინმა მკვლევარების ახალი თაობის მიღწევათა შორის ასევე დასახელა : „სწრაფი ნეიტრონული რეაქტორების შექმნა, რომელიც მომავალში ბირთვული ენერგიის განვითარებას შეუწყობს ხელს, პირველი მცურავი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება და დიგიტალიზაციის განვითარებისთვის ხელშეწყობა.“

0

ავტორი: