არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების ახლობლების მტკიცებით, გოგონების მშობლებს ეგონათ რომ მათ შვილებს ფოტოებს "ფეისბუქისთვის" უღებდნენ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების ახლობლების მტკიცებით, გოგონების მშობლებს ეგონათ რომ მათ შვილებს ფოტოებს "ფეისბუქისთვის" უღებდნენ /> "/> " />


  00:10:51     20-09-2019

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების ახლობლების მტკიცებით, გოგონების მშობლებს ეგონათ რომ მათ შვილებს ფოტოებს "ფეისბუქისთვის" უღებდნენ

a93311.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, დაკავებულების ახლობლები და მეზობლებიც იმყოფებოდნენ.

მათი განცხადებით, არასრულწლოვნების მშობლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რა მიზნით უღებდნენ მათ შვილებს ფოტო-ვიდეო მასალას. ერთ-ერთი დაკავებულის ახლობლის თქმით, ბავშვებს ფოტოებს "ფეისბუქისთვის" უღებდნენ, თუმცა მას აღნიშნული ფოტომასალა სოციალურ ქსელში არ უნახავს.

"ფული და ასეთი რაღაცა არსად ყოფილა. თუ დაფიქსირდება, რომ ჩემი და და ჩემი სიძე შედიოდნენ და ფულს იღებდნენ ან რამე - გაიყვანონ და დახოცონ!",-აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს, რომელთა შორის საქართველოს, აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები არიან.

0

ავტორი: