აშშ-ში ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი ცემით მოკლეს აშშ-ში ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი ცემით მოკლეს />


  00:28:34     15-09-2019

აშშ-ში ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი ცემით მოკლეს

a93187.jpg

Medtronic-ის მეცნიერ-გამომგონებელი რომელიც ივლისში მინეაპოლისის ცენტრში ნაცემი იპოვეს, მიღებული ტრავმების გამო დაიღუპა. 42 წლის ალექსანდრე სამბელაშვილი 23 აგვისტოს გარდაიცვალა, თუმცა ცნობა ამის შესახებ მოგვიანებით გავრცელდა.

ქართველი მეცნიერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის პოლონელი, ერიკ კრავჩუკია, რომელიც ხუთშაბათს დააკავეს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, სამბელაშვილი უგონო მდგომარეობაში მყოფი 28 ივლისს ღამით იპოვეს მე-5 ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში. სამართალდამცავების თქმით, ის გადაყვანილი იქნა უახლოეს საავადმყოფოში სადაც მას თავის ტრავმაზე მკურნალობდნენ. რა მოტივით დაესხა ტავს კრავჩუკი სამბელაშვილს, ამ დროისათვის უცნობია, როგორც გამოძიება ვიდეოკამერების ჩანაწერებზე დაყრდნობით აცხადებს, სამბელაშვილი კლუბში ადგილობრივი დროით 1:30-ზე შედის და კრავჩუკისკენ მიემართება, რაიმე კამათი ან კონფლიქტი არ ჩანს, როდესაც ის კრავჩუკს უახლოვდება, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მას თავში თავით ძლიერად ურტყამს, რის გამოც სამბელაშვილი გონებას კარგავს, უკან ეცემა და თავს ამჯერად იატაკზეც არტყამს. მიღებული მძიმე ტრავმების გამო სამბელაშვილი რამდენიმე კვირის განმავლობაში კომაში იყო.

სამბელაშვილი მინესოტას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ბიოსამედიცინო ინჟინერიაში კი დოქტორის ხარისხი ოჰაიოს Case Western Reserve University-ში მიიღო. ის იყო 17 რეცენზირებული სტატიის ავტორია და შეტანილი აქვს 25-ზე მეტი პატენტი. ასევე მან შეიმუშავა ალგორითმი, რომელიც „გახდა საკვანძო ფუნქცია გულის რიტმუის თერაპიისთვის Medtronic-ის პროდუქტებში და გულის უკმარისობის მქონე ასეულობით ათას პაციენტს სრულფასოვან ცხოვრებაში დაეხმარა“- ნათვამია ონლაინ-ნეკროლოგში.

სამბელაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

იმ შემთხვევაში თუ კრავჩუკს ბრალი დაუმტკიცდება მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

0

ავტორი: