ჩეხეთი შვედურ Gripen–ს შემცვლელს მოუძებნის ჩეხეთი შვედურ Gripen–ს შემცვლელს მოუძებნის />


  19:26:37     16-07-2011

ჩეხეთი შვედურ Gripen–ს შემცვლელს მოუძებნის

a8156.jpg

ჩეხეთის ხელუსუფლება 2011 წლის ბოლომდე ვალდებულია გამოაცხადოს ტენდერი გამანადგურებლების შეძენის შესახებ, რომლებმაც შვედური წარმოების JAS-39C/D Gripen–ი უნდა ჩაანაცვლონ. ამერიკულმა კომპანია Lockheed Martin–მა უკვე გამოთქვა ტენდერში მონაწილეობის სურვილი. 2001 წელს ჩეხეთის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, შვედურმა კომპანია Saab–მა ამერიკულ Boeing–ს და Lockheed Martin–ს და ფრანგულ Dassault Aviation–ს აჯობა.

 

მაშინ, ჩეხეთის რესპუბლიკა 60,2 მილიარდი ჩეხური კრონის (3.5 მილიონი დოლარი) გამანადგურებელ Gripen–ის შეძენას გეგმავდა, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო პროექტი შეჩერდა და ჩეხეთმა 2004 წელს მხოლოდ 14 ერთეული გამანდგურებელი შეიძინა, საერთო ჯამში, – 19.6 მილიარდი დოლარის ღირებულების.

გამორიცხული არ არის, რომ ახალ ტენდერში იგივე კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა. სავარაუდოდ Lockheed Martin–ი ჩეხეთს  F-16–სა და F-35 Lightning II–ს შესთავაზებს.

0

ავტორი: