19:25:30     16-07-2011
ჰაკერებმა პენტაგონი ისევ საგონებელში ჩააგდეს
პენტაგონი მორიგი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ამჯერად, ცნობილმა ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous–მა პენტაგონის კონტრაქტორი კომპანიის Booz Allen Hamilton -ის სერვერი გატეხა, რის შედეგადაც 90 ათასი ამერიკელი სამხედრო დაზარალდა. ჰაკერებმა მათი ელექტრონული ფოსტის მისამართები და პაროლები მოიპარეს. ასევე შეძლეს სხვა სახელმწიფო საიტებიდან გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომა. ეს პენტაგონისათვის დიდი ზარალის მომტანი იქნება, რადგან გამორიცხული არ არის, ამ ელექტრონული ფოსტების გამოყენებით, ჰაკერებმა, ჯარისკაცების კომპიუტერების დავირუსება შეძლონ.
შეგახსენებთ, რომ ჰაკერული ჯგუფის, Anonymous -ის წევრებმა Visa, Mastercard და Paypal–ის საიტებიც გატეხეს, რომლებიც „ვიკილიქსის“ საიტისთვის განკუთვნილ საიდუმლო ინფორმაციის თარგმნას ბლოკავდნენ. ივნისის ბოლოს, ეს ჯგუფი, კიდევ ერთ ჰაკერულ ჯგუფ Lulz Security–სთან გაერთიანდა. მათ ერთად „სონისა“ და ბრიტანეთის პოლიციის საიტებიც კი გატეხეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის რამდენიმე წევრი, ბოლო დროს, ესპანეთში, თურქეთსა და იტალიაში დააკავეს, ისინი მაინც აქტიურად აგრძელებენ მავნებლობას.
0