13:31:54     11-09-2019
"პირი, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში, მცირეწლოვან გოგონას ნარკოტიკულ საშუალებას ასინჯებს, ამ გოგონას ძმაა"

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მცირეწლოვან გოგონას სავარაუდოდ ნარკოტიკულ საშუალებას ასინჯებს და მოხმარების წესებს აცნობს, სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება მოჰყვა.
ამ დროისთვის მამაკაცი იდენტიფიცირებულია. გოგონა მისი დაა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია.
ბიჭი 2004 წელს დაბადებული ა. ხ.-ა. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ასინჯებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა.
საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
0