15:04:44     16-07-2011
ქათმის ფილე ბოსტნეულით
მასალა:
2 კილოგრამი ქათმის ფილე
1,5 კილოგრამი კარტოფილი
3–4 ცალი ხახვი
400 გრამი ჰოლანდიური ყველი
200 გრამი მაიონეზი
200 გრამი კეტჩუპი
1 ცალი ლიმონი
1 სუფრის კოვზი სანელებელი
მარილი გემოვნებით
50 მილილიტრი მცენარეული ზეთი
მომზადების წესი: ფილე დავჭრათ საშუალო ნაჭრებად, გადავიტანოთ ღრმა თასში და დავუმატოთ ლიმონის წვენი, კარგად ავურიოთ ერთმანეთსი. შემდეგ დავუმატოთ მარილი, სანელებლები, ნაიონეზი, კეტჩუპი და მრგვლად დაჭრილი ხახვი, ერთმანეთში კარგად ავურიოთ და დავტოვოთ ერთი საათის განმავლობაში. კარტოფილი გავასუფთაოთ და 2 სანტიმეტრის სისქის მქონე ნაჭრებად დავჭრათ. კართოფილი დავაწყოთ ფილეს და მოვათვსოთ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი ყველი და დავტოვოთ კიდევ 5 წუთით.
0