დიმიტრი ქუმსიშვილის ვაჟი სამართალდამცველებმა დააკავეს დიმიტრი ქუმსიშვილის ვაჟი სამართალდამცველებმა დააკავეს />


  12:00:09     19-08-2019

დიმიტრი ქუმსიშვილის ვაჟი სამართალდამცველებმა დააკავეს

a92770.jpg

ყოფილი ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი სცემეს. ინციდენტი რესტორან ღვინის ქარხანა გალერია-ში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირება კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოხდა, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი ქუმსიშვილმა და მისმა მეგობარმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც პოლიციამ ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

ქუმსიშვილის შვილისთვის მიყენებული დაზიანებები კი იმდენად მძიმე იყო, რომ მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

„საპატრულო პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან ღვინის ქარხანა გალერია-ში მოხდა ჩხუბი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები. გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ქ-ს კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ გაუწიეს წინააღმდეგობა. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველების მიერ დაკავებული ორივე ახალგაზრდა მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა“,- აცხადებენ შსს-ში.

„კურიერმა“ მოიპოვა ღუდუშაურის კლინიკაში გადაღებული ფოტო, რომელზეც დიმიტრი ქუმსიშვილი ჩანს. 

0

ავტორი: