12:41:13     15-07-2011
„ლიბ.ჯე“ და ეროვნული ბიბლიოთეკა ერთობლივ პროექტს განახორციელებენ
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ლიტერატურული პორტალი „ლიბ.ჯე“, უპრეცედენტო კვლევას იწყებენ. კვლევის მიზანს მეცნიერების სხვადასხვა დარგში საუკეთესო ქართული ნაშრომების გამოვლინება წარმოადგენს. საუკეთესო ქართული სამეცნიერო ნაშრომების გამოსავლენად, ერთობლივი პროექტის განხორციელების იდეა ლიტერატურულ პორტალსა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას რამდენიმე თვის წინ გაუჩნდათ. კვლევა თანამედროვე მეთოდით ჩატარდება, ამის მიხედვით კი სამეცნიერო ლიტერატურული ნუსხა შედგება, რომელიც მსოფლიოში ქართული მეცნიერების სავიზიტო ბარათი გახდება. მხარეები კვლევის დასრულებას 2011 წელს გეგმავენ, მანამდე კი სამეცნიერო ნაშრომების ციფრული ვერსიის მომზადება და ვებპორტალებზე განთავსებაც იგეგმება.
0