12:22:11     15-07-2011
ახლო აღმოსავლეთის სამი ქვეყანა F-16-ით დაინტერესდა
ამერიკულმა კომპანია Lockheed Martin-მა, შესაძლებელია, უახლოეს მომავალში, 36 ერთეულ გამანადგურებელ F-16 Fighting Falcon-ზე შეკვეთა მიიღოს. თვითმფრინავების შეძენით ერაყი, ომანი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები დაინტერესდნენ. ამ ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებმა, უკვე დაიწყეს მოლაპარაკება ამერიკულ კომპანიასთან.
ამჟამად Lockheed Martin-ს 62 ერთეული F-16-ის სხვადასხვა ვერსიაზე აქვს შეკვეთა. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია აღნიშნულ შეკვეთებზე 2013 წლის შუამდე იმუშავებს. აშშ-ი და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნები ამ ტიპის გამანადგურებლის შეკვეთას აღარ აპირებენ, რადგან შეიარაღებაში ახალი გამანადგურებლის F-35 Lightning II-ის მიღება სურთ. ეს სავარაუდოდ 2016 წელს მოხდება.
0